Friday, 18 January 2013

მესტიის ჭედური ჯვარი

                                                 ( ჭედური ხატი )                                                                  მესტიის ჭედური ჯვარი - საკურთხევლის წინა დასადგმელი ვერცხლის მოოქრული ჭედური ჯვარი XI საუკუნის პირველი ნახევრისა. იდგა სოფ. მესტიის ძველ ეკლესიაში, ამჟამად ინახება მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
ჯვრის ზომებია 125 × 77 სმ. აკლია ქვედა ნაწილი, 3 ფირფიტა, რომელზედაც რელიეფის გარდა, ქტიტორული წარწერა უნდა ყოფილიყო. ჩვენამდე მოაღწია ჯვრის ნაწილმა, რომელზედაც გამოსახულია წმ. გიორგის ცხოვრების 9 სცენა. ჯვრის უკანა მხარე და გვერდები დაფარულია მცენარეული ორნამენტით. კომპოზიციები მაღალმხატვრული დონისაა; სცენების გადმოცემაში მოღწეულია მონუმენტურობა. კომპოზიციური მთლიანობა, ფიგურები პლასტიკური, ელატიკური და მეტყველია, მოძრაობა - ბუნებრივი. ოსტატი დიდი ზომიერებით გადმოგვცემს როგორც ზოგად ფორმას, ასევე ცალკეულ დეტალებს. ჯვრის დეკორატიულ მორთულობაში, ოსტატი ამჟღავნებს სწრაფვას მოცულობისაკენ. მესტიის ჭედური ჯვარი ქართული ჭედური ხელოვნების ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვანი ძეგლია. 
წყარო                                                                                                        

ბედიის ჭედური თასი


                                                      
                   (ბედიის ბარძიმი)                                                                             ბედიის ჭედური თასი ან ბედიის ოქროს ბარძიმი — ქართული ოქრომჭედლობის ძეგლი, ოქროს ბარძიმი. მასიური მრგვალი ფორმის ბაჯაღლო ოქროს თავი (სიმაღლე 12,5 სმ, დიამეტრი 14 სმ, ფეხი არ შემორჩა) შესრულებული X—XI საუკუნეების მიჯნაზე. ბედიის ჭედური თასის გარე ზედაპირი 12 არედაა დაყოფილი, თითოეული თაღის ქვეშ თითო ფიგურაა გამოსახული: ერთ მხარეს — ტახტზე მჯდომი ქრისტე, მეორე მხარეს — ღვთისმშობელი ყრმით ხელში, აქეთ-იქით კი ფეხზე მდგომი წმინდანები. ბარძიმის ზედა ნაწილში ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა: აფხაზეთის მეფე ბაგრატი და მისი დედა გურანდუხტი ბარძიმს სწირავენ მათ მიერვე ახლად აშენებულ ბედიის ეკლესიას.
ბედიის ჭედურ თასზე ნათლად ჩანს X—XI საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები — პლასტიკური სკულპტურული გამოსახულების ძიება. ფიგურები საკმაოდ ამაღლებული რელიეფითაა დამუშავებული, ზოგი ფიგურის თავი და ხელები თითქმნის მრგვალი ფორმისაა. ბედიის ჭედური თასი დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.                                                  http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%AD%E1%83%94%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98                   

Thursday, 17 January 2013

იშხნის ჭედური ჯვარი

                 (იშხნის ჭედური ჯვარი)                                                                იშხნის საწინამძღვრო ჯვარი, ქართული ჭედური ხელოვნების ძეგლი, ვერცხლის მოოქრული ჯვარი, რომელიც, წარწერის თანახმად, 973 წელს ეპისკოპოს ილარიონს იშხნის მონასტრისთვის შეუკვეთია. წარწერა ასე იკითხება: "ქ. ძელო ცხოვრებისაო, წინამძღღუარ და მფარველ ექმენ ილარიონ ეპისკოპოსსა. ქრისტე ადიდენ მეფენი ჩუენნი და ერი მათი დაიფარე. ქორონიკონი იყო რჟგ". ჯვრის ზომა: 22 X 15 სმ. დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში. ჯვარცმული ქრისტეს ფიგურა შესრულებულია სკულპტურულად, თუმცა იგრძნობა არქაულობა. ქანდაკებისათვის დამახასიათებელი ნიშნები - მოცულობა, ფორმათა სიმკვრივე - დიდი მხატვრული ძალითა და დინამიკითააგადმოცემული.                                                                                                        http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%AE%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%AD%E1%83%94%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%AF%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98    

ჭედური ხელოვნების კოლექცია




(მიქაელ მთავარანგელოზის ხატი)

ძვირფასი ლითონების განყოფილება ჩვენი მუზეუმის ერთ-ერთი უმდიდრესი ფონდსაცავია. მასში გაერთიანებულია ძვირფასი ლითონებისაგან (ოქრო, ვერცხლი,ელექტრუმი, ძვირფასი ქვები) დამზადებული ჭედური და ფერწერული ხატების,ჯვრების, სანაწილე ხატების (წმინდანთა ნაწილებით), საეკლესიო-სარიტუალო ჭურჭელის, საიუველირო და საყოფაცხოვრებო (ეთნოგრაფიული) ნივთების,საეკლესიო ქსოვილების (ნაქარგობათა), ფერწერული და ნუმიზმატიკური   კოლექციები (ნაწილობრივ).მათი ქრონოლოგიური საზღვრები ანტიკურიდან XX საუკუნის დასაწყისამდე პერიოდს მოიცავს. მათგან, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის ნიმუშებს: ხატებს, ჯვრებს,საკულტო დანიშნულების სხვადასხვა ნივთებს, რომლებიც თვალსაჩინოდ ასახავენ  ქართული საოქრომჭედლო ხელოვნების განვითარება - ჩამოყალიბების  ტენდენციებს და შესრულების ტექნიკით, მხატვრული - სიუჟეტური გაფორმებით არ ჩამოუვარდებიან ოქრომჭედლობის მსოფლიო მნიშვნელობის საუკეთესო   ნიმუშებს.ისინი დიდიხანია ხელოვნებათმცოდნეებისა და ისტორიკოსების   შესწავლის ობიექტს წარმოადგენენ. მათ უდიდესი მნიშვნელობა აქვთ როგორც   ქართული ქრისტიანული ხელოვნების, ისე საქართველოს   სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის შესწავლისათვის.ქართული   ოქრომჭედლური ხელოვნების ყველაზე ადრეული ნიმუშები VIII-IX სს-ით   თარიღდება. ქუთაისის მუზეუმში დაცული ჭედური კოლექციებიდან უადრესია წმ.გრიგოლის სტავროთეკა, ხარაგაულის მთავარანგელოზთა ხატი, სამწერობელი,სვანური საოქრომჭედლო სკოლის ნიმუშები: წმ. გიორგისა და მაცხოვრის ხატები.მათთვის, როგორც ადრეული პერიოდის ძეგლებისათვის დამახასიათებელია  ფიგურათა მასშტაბური გამოსახვა, მათი სხეულის პროპორციების არაბუნებრივი  ფორმით გადმოცემა, სამოსელის სახეების რეალისტური წარმოდგენა. XI ს-ში  ოქრომჭედლური ნაწარმოების მთავარ ამოცანას ფიგურების მთლიან მოცულობით  გამოსახვასთან ერთად წარმოადგენდა გარკვეული სიუჟეტური  კომპოზიციის შექმნა,ანუ გამოისახებოდა არა მარტო ცალკეული წმინდანები და ბიბლიური პერსონაჟები, არამედ საუფლო დღესასწაულთა სცენები. ამავე ხანიდან   მკვიდრდება ჭედურობის ოქროთი დაფერვა, მოსევადება, თვლებით შემკობა,ხატის ჩარჩოს ორნამენტირება, თავისუფალი არეების ვაზის წნულითა და  ფოთლოვანი დეკორით გაფორმება. ამ სტილის ნაწარმოებებს განეკუთვნება  მოწამეთის მაცხოვრის შობის ხატი, ჯვარცმისა და ამაღლების ხატი  ზესტაფონიდან, სხვავას საკურთხევლისწინა ჯვრის შეჭედილობა, ხონისა დაშოდის წმ. გიორგის ხატები, მოწამეთის მონასტრის საწინამძღვრო ჯვარი,ჩუკულის მთავარანგელოზთა ხატი და სხვა.შუა საუკუნეების ქართული  ოქრომჭედლობის მახასიათებელი სახეა ტიხრული მინანქრის გამოყენება.ქართული მინანქარი ხასიათდება ხორცისფერი და ნათელი მწვანე ფერებით.ქუთაისის მუზეუმის ჭედურ ძეგლებზე მინანქარი XI საუკუნიდან გვხვდება. ს.ხონჭიორის (რაჭა) ეკლესიის ჯვარცმის ხატი და სახარების ყდა შემკულია  ტიხრულ-მინანქრიანი მედალიონებით. ისინი ყურადღებას იპყრობენ წმინდანთა   სახეების გამოსახვის მაღალმხატვრული დონით, ფერთა გამითა და ღიაკოლორიტით.ახალ საფეხურზე  ქართული საოქრომჭედლო ხელოვნება XII ს-ში ადის.ამ ხანის ოსტატებს აქცენტი ფიგურათა მოცულობითობის ნაცვლად ნაწარმოების დეკორაციულ–ორნამენტულ მხარეზე გადააქვთ. მდიდრულადაა შემკული  მრავალყურა ყვავილოვან – ფოთლოვანი გეომეტრიული ორნამენტებით ამ  ეპოქის  ხატების ჩარჩო – არშიები, გამოსახულებათა ნიმბოები, ასევე მათ ირგვლივ  თავისუფალი სივრცეები. ამავე ეპოქის ქმნილებებისთვის დამახასიათებელია  გამოსახულებათა პირსახეების ფერწერით  შესრულება. ტექნიკურ-სიუჟეტური  გადაწყვეტის ამგვარ ნიმუშებს ქუთაისის მუზეუმში წარმოადგენს  მთავარანგელოზთა ხატი საჯანის კარის (რაჭა) ეკლესიიდან, მაცხოვრის ხატი  მოწამეთიდან, მიქელ მთავარანგელოზის ხატი ს. ღებიდან და სხვა.მუზეუმშიXVI_XVIII სს ოქრომჭედლური ხელოვნების მრავალი ნიმუშია დაცული. ამპერიოდის ქართული საოქრომჭედლო ხელოვნება აღმავლობას განიცდის და გამოირჩევა მრავალფეროვნებით: ჩნდება სხვადასხვა მხატვრული მიმდინარეობები, ახალი თემები და მოტივები, ჭედური ტექნიკის ახალი ხერხები.მომრავლდა ისეთი ძეგლები, სადაც გამოსახულნი არიან ქტიტორები (ხატისდამკვეთნი), საერო თუ სასულიერო პირები. შემკულობაში წინა პლანზე გამოდის ფერადი ქვები და მძივები. ამ დროის ქმნილებები მდიდარია ეპიგრაფიკული მონაცემებით, სადაც ხაზგასმულია ნივთიების დამკვეთთა პირვნული დამსახურება. ზოგ მათგანზე შემორჩენილია ოსტატთა სახელებიც.ამ პერიოდის   ძეგლებიდან აღსანიშნავია მამნე ოქრომჭედლის ბარაკონის საკურთხევლისწინა დახონის საწინამძღვრო ჯვრები, კულაშის ეკლესიის ხატის ბუდე, `პალიასტომის~ღმრთისმშობლის ხატი, გელათური საოქრომჭედლო სკოლის ნაწარმოებები:კარედი ხატი ღმრთისმშობლის ვედრების, მხეციძეების შეწირულობა: მაცხოვრისადა ორი ღმრთისმშობლის ხატი და სხვა.         http://georgianorg.com/index.php?option=com_content&view=article&id=21-2011-03-01&Itemid=7)