Thursday 17 January 2013

ჭედური ხელოვნების კოლექცია




(მიქაელ მთავარანგელოზის ხატი)

ძვირფასი ლითონების განყოფილება ჩვენი მუზეუმის ერთ-ერთი უმდიდრესი ფონდსაცავიამასში გაერთიანებულია ძვირფასი ლითონებისაგან (ოქროვერცხლი,ელექტრუმიძვირფასი ქვებიდამზადებული ჭედური და ფერწერული ხატების,ჯვრებისსანაწილე ხატების (წმინდანთა ნაწილებით), საეკლესიო-სარიტუალო ჭურჭელისსაიუველირო და საყოფაცხოვრებო (ეთნოგრაფიულინივთების,საეკლესიო ქსოვილების (ნაქარგობათა), ფერწერული და ნუმიზმატიკური   კოლექციები (ნაწილობრივ).მათი ქრონოლოგიური საზღვრები ანტიკურიდან XX საუკუნის დასაწყისამდე პერიოდს მოიცავსმათგანგანსაკუთრებული ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის ნიმუშებსხატებსჯვრებს,საკულტო დანიშნულების სხვადასხვა ნივთებსრომლებიც თვალსაჩინოდ ასახავენ  ქართული საოქრომჭედლო ხელოვნების განვითარება - ჩამოყალიბების  ტენდენციებს და შესრულების ტექნიკითმხატვრული - სიუჟეტური გაფორმებით არ ჩამოუვარდებიან ოქრომჭედლობის მსოფლიო მნიშვნელობის საუკეთესო   ნიმუშებს.ისინი დიდიხანია ხელოვნებათმცოდნეებისა და ისტორიკოსების   შესწავლის ობიექტს წარმოადგენენმათ უდიდესი მნიშვნელობა აქვთ როგორც   ქართული ქრისტიანული ხელოვნებისისე საქართველოს   სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის შესწავლისათვის.ქართული   ოქრომჭედლური ხელოვნების ყველაზე ადრეული ნიმუშები VIII-IX სს-ით   თარიღდებაქუთაისის მუზეუმში დაცული ჭედური კოლექციებიდან უადრესია წმ.გრიგოლის სტავროთეკახარაგაულის მთავარანგელოზთა ხატისამწერობელი,სვანური საოქრომჭედლო სკოლის ნიმუშებიწმგიორგისა და მაცხოვრის ხატები.მათთვისროგორც ადრეული პერიოდის ძეგლებისათვის დამახასიათებელია  ფიგურათა მასშტაბური გამოსახვამათი სხეულის პროპორციების არაბუნებრივი  ფორმით გადმოცემასამოსელის სახეების რეალისტური წარმოდგენა. XI -ში  ოქრომჭედლური ნაწარმოების მთავარ ამოცანას ფიგურების მთლიან მოცულობით  გამოსახვასთან ერთად წარმოადგენდა გარკვეული სიუჟეტური  კომპოზიციის შექმნა,ანუ გამოისახებოდა არა მარტო ცალკეული წმინდანები და ბიბლიური პერსონაჟებიარამედ საუფლო დღესასწაულთა სცენებიამავე ხანიდან   მკვიდრდება ჭედურობის ოქროთი დაფერვამოსევადებათვლებით შემკობა,ხატის ჩარჩოს ორნამენტირებათავისუფალი არეების ვაზის წნულითა და  ფოთლოვანი დეკორით გაფორმებაამ სტილის ნაწარმოებებს განეკუთვნება  მოწამეთის მაცხოვრის შობის ხატიჯვარცმისა და ამაღლების ხატი  ზესტაფონიდანსხვავას საკურთხევლისწინა ჯვრის შეჭედილობახონისა დაშოდის წმგიორგის ხატებიმოწამეთის მონასტრის საწინამძღვრო ჯვარი,ჩუკულის მთავარანგელოზთა ხატი და სხვა.შუა საუკუნეების ქართული  ოქრომჭედლობის მახასიათებელი სახეა ტიხრული მინანქრის გამოყენება.ქართული მინანქარი ხასიათდება ხორცისფერი და ნათელი მწვანე ფერებით.ქუთაისის მუზეუმის ჭედურ ძეგლებზე მინანქარი XI საუკუნიდან გვხვდება.ხონჭიორის (რაჭაეკლესიის ჯვარცმის ხატი და სახარების ყდა შემკულია  ტიხრულ-მინანქრიანი მედალიონებითისინი ყურადღებას იპყრობენ წმინდანთა   სახეების გამოსახვის მაღალმხატვრული დონითფერთა გამითა და ღიაკოლორიტით.ახალ საფეხურზე  ქართული საოქრომჭედლო ხელოვნება XII -ში ადის.ამ ხანის ოსტატებს აქცენტი ფიგურათა მოცულობითობის ნაცვლად ნაწარმოების დეკორაციულორნამენტულ მხარეზე გადააქვთმდიდრულადაა შემკული  მრავალყურა ყვავილოვან – ფოთლოვანი გეომეტრიული ორნამენტებით ამ  ეპოქის  ხატების ჩარჩო – არშიებიგამოსახულებათა ნიმბოებიასევე მათ ირგვლივ  თავისუფალი სივრცეებიამავე ეპოქის ქმნილებებისთვის დამახასიათებელია  გამოსახულებათა პირსახეების ფერწერით  შესრულებატექნიკურ-სიუჟეტური  გადაწყვეტის ამგვარ ნიმუშებს ქუთაისის მუზეუმში წარმოადგენს  მთავარანგელოზთა ხატი საჯანის კარის (რაჭაეკლესიიდანმაცხოვრის ხატი  მოწამეთიდანმიქელ მთავარანგელოზის ხატი ღებიდან და სხვა.მუზეუმშიXVI_XVIII სს ოქრომჭედლური ხელოვნების მრავალი ნიმუშია დაცულიამპერიოდის ქართული საოქრომჭედლო ხელოვნება აღმავლობას განიცდის და გამოირჩევა მრავალფეროვნებითჩნდება სხვადასხვა მხატვრული მიმდინარეობებიახალი თემები და მოტივებიჭედური ტექნიკის ახალი ხერხები.მომრავლდა ისეთი ძეგლებისადაც გამოსახულნი არიან ქტიტორები (ხატისდამკვეთნი), საერო თუ სასულიერო პირებიშემკულობაში წინა პლანზე გამოდის ფერადი ქვები და მძივებიამ დროის ქმნილებები მდიდარია ეპიგრაფიკული მონაცემებითსადაც ხაზგასმულია ნივთიების დამკვეთთა პირვნული დამსახურებაზოგ მათგანზე შემორჩენილია ოსტატთა სახელებიც.ამ პერიოდის   ძეგლებიდან აღსანიშნავია მამნე ოქრომჭედლის ბარაკონის საკურთხევლისწინა დახონის საწინამძღვრო ჯვრებიკულაშის ეკლესიის ხატის ბუდე, `პალიასტომის~ღმრთისმშობლის ხატიგელათური საოქრომჭედლო სკოლის ნაწარმოებები:კარედი ხატი ღმრთისმშობლის ვედრებისმხეციძეების შეწირულობამაცხოვრისადა ორი ღმრთისმშობლის ხატი და სხვა.         http://georgianorg.com/index.php?option=com_content&view=article&id=21-2011-03-01&Itemid=7)




No comments:

Post a Comment