Thursday 17 January 2013

იშხნის ჭედური ჯვარი

                 (იშხნის ჭედური ჯვარი)                                                                იშხნის საწინამძღვრო ჯვარი, ქართული ჭედური ხელოვნების ძეგლი, ვერცხლის მოოქრული ჯვარი, რომელიც, წარწერის თანახმად, 973 წელს ეპისკოპოს ილარიონს იშხნის მონასტრისთვის შეუკვეთია. წარწერა ასე იკითხება: ". ძელო ცხოვრებისაო, წინამძღღუარ და მფარველ ექმენ ილარიონ ეპისკოპოსსა. ქრისტე ადიდენ მეფენი ჩუენნი და ერი მათი დაიფარე. ქორონიკონი იყო რჟგ". ჯვრის ზომა: 22 X 15 სმ. დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში. ჯვარცმული ქრისტეს ფიგურა შესრულებულია სკულპტურულად, თუმცა იგრძნობა არქაულობა. ქანდაკებისათვის დამახასიათებელი ნიშნები - მოცულობა, ფორმათა სიმკვრივე - დიდი მხატვრული ძალითა და დინამიკითააგადმოცემული.                                                                                                        http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%AE%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%AD%E1%83%94%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%AF%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98    

No comments:

Post a Comment