Friday 18 January 2013

ბედიის ჭედური თასი


                                                      
                   (ბედიის ბარძიმი)                                                                             ბედიის ჭედური თასი ან ბედიის ოქროს ბარძიმი  ქართული ოქრომჭედლობის ძეგლი, ოქროს ბარძიმი. მასიური მრგვალი ფორმის ბაჯაღლო ოქროს თავი (სიმაღლე 12,5 სმ, დიამეტრი 14 სმ, ფეხი არ შემორჩა) შესრულებული X—XI საუკუნეების მიჯნაზე. ბედიის ჭედური თასის გარე ზედაპირი 12 არედაა დაყოფილი, თითოეული თაღის ქვეშ თითო ფიგურაა გამოსახული: ერთ მხარესტახტზე მჯდომი ქრისტე, მეორე მხარესღვთისმშობელი ყრმით ხელში, აქეთ-იქით კი ფეხზე მდგომი წმინდანები. ბარძიმის ზედა ნაწილში ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა: აფხაზეთის მეფე ბაგრატი და მისი დედა გურანდუხტი ბარძიმს სწირავენ მათ მიერვე ახლად აშენებულ ბედიის ეკლესიას.
ბედიის ჭედურ თასზე ნათლად ჩანს X—XI საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობისათვის დამახასიათებელი ნიშნებიპლასტიკური სკულპტურული გამოსახულების ძიება. ფიგურები საკმაოდ ამაღლებული რელიეფითაა დამუშავებული, ზოგი ფიგურის თავი და ხელები თითქმნის მრგვალი ფორმისაა. ბედიის ჭედური თასი დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.                                                  http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%AD%E1%83%94%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98                   

No comments:

Post a Comment