Friday 18 January 2013

მესტიის ჭედური ჯვარი

                                                 ( ჭედური ხატი )                                                                  მესტიის ჭედური ჯვარი - საკურთხევლის წინა დასადგმელი ვერცხლის მოოქრული ჭედური ჯვარი XI საუკუნის პირველი ნახევრისა. იდგა სოფ. მესტიის ძველ ეკლესიაში, ამჟამად ინახება მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
ჯვრის ზომებია 125 × 77 სმ. აკლია ქვედა ნაწილი, 3 ფირფიტა, რომელზედაც რელიეფის გარდა, ქტიტორული წარწერა უნდა ყოფილიყო. ჩვენამდე მოაღწია ჯვრის ნაწილმა, რომელზედაც გამოსახულია წმ. გიორგის ცხოვრების 9 სცენა. ჯვრის უკანა მხარე და გვერდები დაფარულია მცენარეული ორნამენტით. კომპოზიციები მაღალმხატვრული დონისაა; სცენების გადმოცემაში მოღწეულია მონუმენტურობა. კომპოზიციური მთლიანობა, ფიგურები პლასტიკური, ელატიკური და მეტყველია, მოძრაობა - ბუნებრივი. ოსტატი დიდი ზომიერებით გადმოგვცემს როგორც ზოგად ფორმას, ასევე ცალკეულ დეტალებს. ჯვრის დეკორატიულ მორთულობაში, ოსტატი ამჟღავნებს სწრაფვას მოცულობისაკენ. მესტიის ჭედური ჯვარი ქართული ჭედური ხელოვნების ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვანი ძეგლია. 
წყარო                                                                                                        

1 comment: